მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5-7 აპრილს საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება

62417d54cbfa0
მარიამ იზორია
28.03.22 18:00
584
2022 წლის 5-7 აპრილს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და მწერალთა სახლი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნულ სტენდს წარადგენენ.

საქართველოს ეროვნულ სტენდზე, რომელიც 18 კვ. მეტრს შეადგენს, 200-მდე დასახელების ახალი ქართული გამოცემა, ასევე ქართველი გამომცემლების, მწერალთა სახლისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ მომზადებული კატალოგები იქნება წარმოდგენილი. სტენდზე 2016-2020 წლების ქართული წიგნის ბაზრის კვლევის ნახვაც იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ სტენდზე უკრაინის თემაზე შექმნილი მხარდამჭერი ილუსტრაციებიც იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ქართველმა ილუსტრატორებმა გიორგი გაგოშიძემ, სონია ელიაშვილმა, გიორგი ჯინჭარაძემ და თეონა ჭანიშვილმა სპეციალურად უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად შექმნეს.

ცნობისთვის: საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე უკვე მერვედ იღებს მონაწილეობას და ტრადიციულად, ბრიტანულ წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორებისა და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები