10:00 საათზე, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, 5 მარეგულირებელი უწყების მონაწილეობით, კონკურენციის სამართლის აღსრულების საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართება. მის: სოლიკო ვირსალაძის ქ.3, სასტუმრო „სვისსოტელი“. საკონტაქტო: 577 25 55 15
11:00 საათზე, მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2024 წლის თებერვალი) გამოქვეყნდება.
12:30 საათზე, პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ღონისძიება - „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები" ჩატარდება.