კობა გვენეტაძე TBC ბანკსა და რეგულაციებზე სასაუბროდ მზადაა და 5 აპრილს პარლამენტში მივა.
აღნიშნული bm.ge-ის ეროვნულ ბანკში განუცხადეს.
„ეროვნულმა ბანკმა ერთდროულად ორი საპარლამენტო კომიტეტისგან მიიღო მოწვევა, რომ მივიდეს პარლამენტში, ამიტომ კობა გვენეტაძემ კანონმდებლებს ორი საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა შესთავაზა.
ეს საკითხებია: „თიბისი ბანკის“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, 26 თებერვლის საკომიტეტო მოსმენაზე პირველადი შედეგების შეფასებისთვის რეგულაციების ამოქმედებიდან მინიმუმ სამი თვის ვადის გასვლა ითხოვა“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

























