5 დეკემბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს დაცული ტერიტორიების მაჩვენებლებს (2024 წელი);
12:00 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება; (განსახილველი საკითხი: „2019 წლის 27 აგვისტოს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ჩრდილოეთ–სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზის პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“; „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები)
12:00 საათზე - ჯანდაცვის სამინისტროსთან პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები საჯარო მოხელეებს მიმართავენ;
14:00 საათზე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
























