მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

5 ფერმერი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 200 ადამიანს შორის მოხვდა

575592fa0fc8f
BM.GE
06.06.16 19:09
3244
გამოცემა Bloomberg-ის მსოფლიოს 200 უმდიდრესი ადამიანის სიიდან მხოლოდ 5-ია სოფლის მეურნეობის სექტორიდან.
 
ხუთეულის სათავეში მალაიზიელი რობერტ კუოკია, რომელსაც “აზიის შაქრის მეფეს“ უწოდებენ. იგი 15 მილიარდი დოლარის მფლობელია და აღნიშნულ რეიტინგში 54 პოზიციაზეა. მას ასევე პალმის ზეთის მსოფლიოს უდიდესი მწარმოებლის Wilmar International-ის აქციის 32 პროცენტი აქვს.

აგროსექტორის ყველზე მდიდარ წარმომადგენელთა შორის მეორე და მესამე ადგილები ფრანგ ძმებს ალენ და ჟერარ ვარტჰაიმერებს ერგოთ. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერი ძმების სიმდიდრე უფრო მოდის სახლ Chanel-თან და სუნამოს წარმოებასთან ასოცირდება, მათ აქტივები სამ დიდ ვენახსაც აერთიანებს.

რეიტინგში მეოთხე პოზიცია ჩინელმა მეწარმემ ლიუ იონგსინგმა დაიკავა, რომელიც 9,3 მილარდის მფლობელია და თავისი ბიზნესი მწყერების მოშენებით დაიწყო და შემდეგ ცხოველთა საკვების წარმოებით შეცვალა.

აგრობიზნესის განვითარების კუთხით, მილიარდერების ხუთეულს მარგარიტა ლუი-დრეიფუსი ხურავს, რომლის ქონება 6,8 მილიარდია და კომპანიას Louis Dreyfus Holding ხელმძღვანელობს. იგი ბამბის და ბრინჯის მწარმოებელთა ლიდერად არის აღიარებული. მილიარდერის კომპანია სავაჭრო პროდუქციის სპექტრში ვიწროდ სპეციალიზებულია - მარცვლეულიდან დაწყებული ფორთოხლის წვენით დამთავრებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები