მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

5 იანვარს თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

61d34f4cb6501
თელარა გელანტია
03.01.22 23:31
1650
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 5 იანვარს თბილისის რიგ რაიონებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი: გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი: გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი: ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ილია ვეკუას, ხიზანიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები