მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა — როგორ შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი ნივთები ნახევარ ფასად

plus
03.07.24 15:25
2779
სტატიაში საუბარია:

მორიგი 5 ივლისიც მოახლოვდა. საქართველოს ბანკის მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ ამ დღეს სიურპრიზებს უნდა ელოდონ ­— ეს PLUS-ის დაბადების დღეა და იგი უკვე შვიდი წლის ხდება!

წელს ეს თარიღი კვირის ბოლო სამუშაო დღეს ემთხვევა, ამიტომ „PLUS პარასკევს“, რომელიც ინტერესითა და მოთხოვნით „შავ პარასკევს“ უტოლდება, პარტნიორ ობიექტებში მომხმარებლები ყველაფერს ნახევარ ფასად შეიძენენ! ინფორმაციისთვის, გასულ წელს შეთავაზებით 50 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

სად და როდის შეძლებთ PLUS პარასკევს სასურველი ნივთების შეძენას

განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ 5 ივლისს, 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს. სასურველი პროდუქციის ნახევარ ფასად შეძენას შეძლებთ მხოლოდ იმ პარტნიორ ობიექტებში, რომლებიც აქციაში არიან ჩართული. ამასთან, თითოეული ობიექტი მიუთითებს, შეთავაზებით სარგებლობა ონლაინ არის შესაძლებელი, ფიზიკურ მაღაზიაში, თუ ორივე შემთხვევაში.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისის ფასდაკლება არ ვრცელდება კომპანიების სასაჩუქრე ბარათებზე. ამასთან, შეთავაზება არ შეეხება კომუნალურების დაფარვას, მობილური ან სატრანსპორტო ბალანსების შევსებას.

როგორ უნდა ისარგებლოთ აქციით

აქციით სარგებლობა პარტნიორი მაღაზიების ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ იხდით, გადახდის მეთოდის არჩევისას, საჭიროა მიუთითოთ საქართველოს ბანკი, შეიყვანოთ ბარათის მონაცემები და მონიშნოთ PLUS ქულებით გადახდის ღილაკი.

ხოლო თუკი ფიზიკურ მაღაზიას ეწვევით, გადაიხდით საქართველოს ბანკის პოს ტერმინალზე — ნებისმიერი სადებეტო ბარათით, ან Apple/Google Wallet-ში დამატებული ბარათით; ამ შემთხვევაში საჭიროა, მოლარეს წინასწარ უთხრათ, რომ PLUS ქულებით გადახდას ირჩევთ.

შეთავაზებით სარგებლობა სასურველ ობიექტებში შეუზღუდავად, ქულების ამოწურვამდეა შესაძლებელი. თუმცა, თუ ბოლო შენაძენზე ქულები დაგაკლდათ, შეგიძლია ნაწილი PLUS-ებით გადაიხადოთ, ნაწილი კი — სხვა მეთოდით, თუნდაც ნაწილ-ნაწილ გადახდით. თუმცა, ონლაინ შოპინგისას, სრული საფასურის გადახდაა საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუკი პარტნიორ ობიექტში სხვა ფასდაკლებაც დაგხვდებათ, ადგილზე უნდა გაიაროთ კონსულტაცია, არის თუ არა შესაძლებელი ორივე შეთავაზებით ერთდროულად სარგებლობა.

PLUS ქულები

სხვადასხვა გადახდით დაგროვებულ PLUS ქულებს ვადა არ აქვს — მათი გამოყენება ნებისმიერ დროს შესაძლებელია. ამასთან, შესაძლებელია PLUS ქულების გადარიცხვა ან მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია MR ქულების გადაცვლაც PLUS-ებში — 1 MR ქულა 3 PLUS ქულას უტოლდება.

რაც ყველაზე მთავარია, PLUS ქულებით გადახდისას არ დაგავიწყდეთ, რომ გადახდა საქართველოს ბანკის პოს ტერმინალზე უნდა განხორციელდეს, ასევე დარწმუნდით, რომ ონლაინ შეძენისას არჩეული გაქვთ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი.

საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის შესახებ გაიგეთ მეტი ამ ბმულიდან. პარტნიორი ობიექტების სრული სია კი ნახეთ აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები