5 ივნისის დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული სანდრო წივწივაძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიზნესმენის მკვლელობის საქმე და დაკავებული სანდრო წივწივაძე, რომელიც, ბრალდების მტკიცებით, მკვლელობის იარაღთან ასოცირდება. ფაქტები და მტკიცებულებები.
12:00 საათზე, საქართველოში დასაქმებული კურიერები სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით გაემართებიან ფინანსური პოლიციისკენ, რათა შეიტანონ საჩივარი Glovo-სა და Wolt-ის წინააღმდეგ. შემდეგ კი თბილისში საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ.
12:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/48; 30.05.2025) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (1-4676/25; 21.05.2025) და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/46; 28.05.2025) კანონპროექტი განიხილება დაჩქარებული წესით (წამყვანი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების) (სავალდებულო: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტები) (ვადები: წამყვან კომიტეტზე 02.06-13.06; სხვა კომიტეტზე 02.06-13.06); (შემსრულებელი კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი); მომხსენებელი: მზია გიორგობიანი - საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების“ N1 ცვლილების შეთანხმება“ (07-2/44; 20.05.2025) (წამყვანი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (სავალდებულო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (ვადები: წამყვან კომიტეტზე 27.05-02.09; სხვა კომიტეტზე 27.05-17.06); (შემსრულებელი კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, ი. ქველაძე); მომხსენებელი: მზია გიორგობიანი - საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ N1 ცვლილების შეთანხმება“ (07-2/45; 20.05.2025) (წამყვანი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი) (სავალდებულო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (ვადები: წამყვან კომიტეტზე 27.05-02.09; სხვა კომიტეტზე 27.05-17.06); (შემსრულებელი კომიტეტიდან: გ. დოლიშვილი, დ. გოგოლაძე); მომხსენებელი: მზია გიორგობიანი - საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის.
15:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, გია ბენაშვილის, არჩილ გორდულაძის, რატი იონათამიშვილის, იოსებ ჯორბენაძის, გენრიეტა წიწავას, ზვიად შალამბერიძისა და ვიქტორ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტებს: „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს - „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/58; 14.05.2025) წამყვანი კომიტეტი; მეორე მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - თენგიზ შარმანაშვილი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/41; 14.05.2025) წამყვანი კომიტეტი; მეორე მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე; 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/48/11; 30.05.2025); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; 4. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/49/11; 30.05.2024); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე.
20:00 საათზე, უზენაეს სასამართლოსთან პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფლების მოედანი" საპროტესტო შეკრებას გამართავს, სადაც დაპატიმრებული სტუდენტების ლიკა ლორთქიფანიძის, თათია აფრიამაშვილისა და ლუკა ნაცვლიშვილის მეგობრები და ლექტორებიც შეიკრიბებიან.