მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

5 კგ. ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს - საგამოძიებო სამსახური

6195f060bbd68
მარიამ ვარადაშვილი
18.11.21 10:28
2615
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი პასუხისმგებაში მიეცა.

უწყების ცნობითვე, ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით, საქართველოში სხვადასხვა სახის საქონელი შემოიტანა, რომელშიც არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაწარმი აღმოჩნდა.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 565 000 ლარს აღემატება,”-აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები