მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

5 კითხვა ეკონომიკის მინისტრს დეპუტატ დავით ჭიჭინაძისგან

5cfa20d511504
თელარა გელანტია
07.06.19 12:30
841
პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მოხსენება დაიწყო.

როგორც bm.ge-ის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა, მას ეკონომიკის მინისტრთან 5 ძირითადი კითხვა აქვს:

1. ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ სახელმწიფოს ქმედებით ან უმოქმედობით შეეზღუდება კონკურენცია და ისეთმა კომპანიამ, როგორიაცაა APM, საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა ჩვენს ქვეყანას?

2. ეკონომიკის სამინისტროში ფოთის პორტის მიერ შეტანილ განცხადებაზე მშენებლობის ნებართვის შესახებ პროცედურულად შეიძლება იყოს ასეთი პასუხები: ხარვეზი, თანხმობა, განუხილველობა; ჩვენ გვაქვს პასუხი „თანხმობა“ და შემდეგ თანხმობის გაუქმება, გთხოვთ გვიპასუხოთ რა არის ამ განცხადების დღევანდელი სტატუსი.

3. როგორც ეკონომიკის მინისტრი და ეკონომისტი, თვლით თუ არა, რომ ორი ღრმაწყლოვანი პორტის და კონკურენციის არსებობა ხელს შეუშლის რომელიმე პორტის ფუნქციონირებას ან ორივეს ფუნქციონირებას?

4. დღევანდელი მონაცემებით, იზრდება როგორც - მშრალი ტვირთების, ისე კონტეინერების გადაზიდვა, მოსალოდნელია უფრო მომატებაც ( მაგ. კარბამიდის გადატვირთვა ქართული პორტებიდან) ფოთის პორტი სპეციალიზირდება ნაყარ ტვირთებზე, ანაკლიის პორტი საწყის ეტაპზე საკონტეინერო გადაზიდვებზე; ასეთ პირობებში ფოთის პორტი (რომლის მმართველი კომპანია საკონტეინერო გადაზიდვების მსოფლიო ლიდერია!) გაზრდილ ტვირთბრუნვას მომზადებული როგორ შეხვდება, თუ სახელმწიფო არ იძლევა ტვირთბრუნვის ნებართვას?

5. იმ შემთხვევაში, როცა ანაკლიის კონსორციუმი მოითხოვს სახელმწიფოს მონაწილეობას (თანადაფინანსებას, სახელმწიფო გარანტიებს) ხოლო APM პროექტის განხორციელებას გეგმავს საკუთარი და სხვა კერძო ინვესტიციებით, სახელმწიფომ რა როლი უნდა შეასრულს?

პარლამენტში ნათია თურნავას მოხსენება უკვე დაიწყო. ის სამოქმედო გეგმის შესახებ საუბრობს, რომლის შემდეგ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები