5 მაისის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები, დანაშაულების და სხვა სამართალდარღვევების სტატისტიკას (2026 წლის I კვარტალი).
11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადებას შეიტანს და ბრიფინგს გამართავს, თემაზე: სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები ქ. ბათუმში, რეაგირებას არ ახდენენ „ტრანსკავკასიის კრისტალის“ და მამუკა სხვიტარძის მხრიდან ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო მოქმედებებზე და ძალადობის ფაქტებზე - ვის ინტერესებს ემსახურება წართმეული ქონების დაბრუნების პროცესში სამართლიანობის აღდგენის შეფერხება.
12:00 საათზე, სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (292/2-XIმპ; 08.04.2026) (კომიტეტი წამყვანია, პირველი მოსმენა); მომხსენებელი: ზურაბ ეზუგბაია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“; მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე.
12:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (1-4012/26; 30.04.2026); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე.
13:00 საათზე, სპორტის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა” (1-4012/26; 30-04-2026); მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე.




























