მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 მარტის ანონსი

bmg
04.03.24 20:00
513

11:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ (მერაბ კოსტავას ქუჩა 14, თბილისი) ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) - გაეროს მიგრაციის სააგენტო გამართავს ღონისძიებას თემაზე „ქალები და მიგრაცია: რეინტეგრაციის გამოწვევები და შესაძლებლობები“.

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის: თათია ხუბულავა, მედიის და კომუნიკაციების ოფიცერი, IOM-ის მისია საქართველოში, +995 577 516363

11:00 საათზე, საქსტატი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსს გამოაქვეყნებს (2023 წლის IV კვარტალი)

11:00 საათზე, საქსტატი საწარმოთა საქმიანობის შედეგებს გამოაქვეყნებს (პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და ა. შ.) (2023 წლის IV კვარტალი)

11:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართება საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია.

ღონისძიებას, რომელსაც პირველ ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან ერთად საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გახსნის.

ანგარიშისა და სამომავლო გეგმების დეტალურ პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი წარადგენს.

11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება

12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება

13:30 საათზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვას წარუდგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები