მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 მიზანი, რომლის მიღწევაში ბიზნესს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი დაეხმარება

ADS მენეჯერი
09.08.24 16:00
406
სტატიაში საუბარია:

სწრაფი ზრდა, ერთგული მომხმარებლები, გაყიდვების მაღალი მაჩვენებლები - ეს ნებისმიერი ბიზნესის მიზნები და სურვილებია. მათ მისაღწევად კი ციფრულ სამყაროში სხვადასხვა ტექნოლოგიური ხელსაწყო შეიქმნა. მათ შორის გამორჩეულია საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა - Ads მენეჯერი, რომელმაც ბიზნესის გზა, შეიძინოს მეტი ლოიალური მომხმარებელი, სრულიად გარდაქმნა. შედეგად, იგი უკვე ერთი წელია, ბიზნესებს საქართველოს ბანკის მობილბანკის, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ის 1 500 000-მდე მომხმარებელთან აკავშირებს და რამდენიმე დიდი მიზნის მიღწევაში ეხმარება.

1. გაყიდვების ზრდა

გაყიდვების ზრდა ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. Ads მენეჯერი კი სწორედ ამისთვისაა შექმნილი. პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია ფასდაკლების, ქეშბექის ან ქულების შეთავაზებების გაშვება, ინფორმაციას კი ამ კამპანიების შესახებ მომხმარებლები საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმებზე (მობილბანკი, sCoolApp, Offers.bog.ge) ხედავენ. იმისათვის, რომ ბიზნესმა აღმოაჩინოს, თუ რა შედეგი მოიტანა გაშვებულმა კამპანიამ, Ads მენეჯერში სიღრმისეული ანალიტიკური მონაცემებია ხელმისაწვდომი. ეს ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მონაცემებზე დაფუძნებით მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები და სამომავლო კამპანიები უფრო ეფექტიანად დაგეგმოს.

2. ახალი მომხმარებლების მოზიდვა

მომხმარებლების შეძენის გარეშე ბიზნესის ზრდა და განვითარება წარმოუდგენელია. Ads მენეჯერში ბიზნესს შეთავაზების მორგება სასურველი ქცევისა და ინტერესების მქონე ახალ აუდიტორიაზე შეუძლია. ინტერესებისა და გადახდების ანალიტიკით, პლატფორმა პოტენციურ მომხმარებელს ამოიცნობს. ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ის მონაცემები თუ რა ტიპის პროდუქტებსა ან სერვისებში ხარჯავენ ყველაზე მეტს მომხმარებლები. ამგვარად, პლატფორმაზე შეთავაზების შექმნის პირველივე ეტაპზე ბიზნესს შეუძლია მიუთითოს, რა არის მისი მიზანი, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი კი მის მიღწევაში დაეხმარება.

3. ლოიალური მომხმარებლების ზრდა

ერთგული მომხმარებლების შეძენა ბიზნესებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რამაა. საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი ამ მიზნის მიღწევაშიც ეხმარება მათ. პერსონალიზებული ფასდაკლებების და ქულებისა, თუ ქეშბექის აქციების გაშვებით, ბიზნესები მომხმარებლებთან შეხების დამატებით წერტილებს ქმნიან და მათ ლოიალობას ზრდიან. მეორე მხრივ, განახლებული ინსტრუმენტებით, როგორებიცაა „მიზანზე ორიენტირებული კამპანია“ (presets) და ტურის ფუნქციონალი. უფრო ადვილად ქმნიან, მართავენ და თვალყურს ადევნებენ გაშვებულ კამპანიებს, სანაცვლოდ კი მომხმარებლებში მეტ ლოიალობას იწვევენ.

4. საშუალო გადახდების ზრდა

Ads მენეჯერის დახვეწილი ანალიტიკა ბიზნესს ისეთ მონაცემებს კარნახობს, როგორებიცაა მომხმარებლის ქცევა, დემოგრაფია თუ ხარჯვის ჩვევები. ეს ყველაფერი კი ისეთი შეთავაზების შექმნის შესაძლებლობას იძლევა, რომ ბიზნესები, საშუალოდ, უფრო მეტი მოცულობის გადახდებს იღებენ.

5. სამიზნე აუდიტორიის პოვნა

იმისათვის, რომ ბიზნესმა საკუთარი სათქმელი სწორ აუდიტორიამდე მიიტანოს, Ads მენეჯერში გამორჩეული ალგორითმია გაწერილი. იგი სეგმენტის მიხედვით, შეთავაზებას წარუდგენს სწორედ იმ სამიზნე აუდიტორიას, რომელსაც სხვა მსგავს ბიზნესებში გადახდები უფიქსირდება. თუკი მსოფლიოში ცნობილი სხვა სარეკლამო პლატფორმები მომხმარებლების ინტერესს მათი ციფრული კვალის მიხედვით ადგენენ, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შემთხვევაში, ინტერესის ინდიკატორი აქამდე განხორციელებული გადახდებია. ეს კი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ზუსტი სამიზნე აუდიტორია აღმოაჩინოს.

Ads მენეჯერი მუდმივად ვითარდება, ემატება ახალი ფუნქციონალები, მარტივდება და რაც მთავარია, ეხმარება ბიზნესებს განვითარდნენ და შეიძინონ ახალი, ლოიალური მომხმარებლები.

Ads მენეჯერის გამოსაყენებლად ესტუმრეთ ამ ბმულს, მისი გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ გაიაროთ ახალი ბიზნესკურსი.

თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები