თიბისიმ კაპიტალმა ბიზნესპარტნიორებს 2024 წლის მაკროეკონომიკურ მოლოდინებთან ერთად 5 მთავარი თემა წარუდგინა. ეს ის მოვლენებია, რაც მათი შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ბიზნესკლიმატს განსაზღვრავს. მათ შორის არის: რთული გეოპოლიტიკური გარემო; არჩევნების ციებ-ცხელება მსოფლიოში; საქართველოში მიგრაციული ნაკადების ცვლილება, სამუშაო ძალის დეფიციტი; ასევე საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია.