5 ფაქტორი რაც მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე გავლენას ახდენს კაპიტალის პროგნოზებზე ასახული და გათვალისწინებულია. ამ დროისთვის თიბისი კაპიტალის პროგნოზით წელს ეკონომიკური ზრდა 5.6% და მომავალ წელს 5.4% ია ნავარაუდები. პროგნოზში ინფლაცია წელს 4.1% ია და სამიზნე 3% იან მაჩვენებელს კვლევის ავტორები მომავალ წელს ვარაუდობენ. თიბისის პროგნოზებში რეფინანსირების განაკვეთი 8.25% - 8.5%-ია წლის ბოლომდე და მომავალი წლისთვის კიდევ 1 პროცენტული პუნქტით კლებას ვარაუდობენ. დოლართან მიმართებით ლარის კურსი საშუალოდ 2.75-ია პროგნოზში მითითებული. ყველა ეს ინდიკატორი თიბისი კაპიტალი სიმ კვლევას ეფუძნება რომელიც ბიზნესისთვის დღეს იყო სრულად წარმოდგენილი და ბიზნეს კლიმატის განმსაზღვრელ 5 თემას მოიცავდა.
სტუმარი: ირინა კვახაძე - „თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის უფროსი