11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: "მომხმარებელთა უფლებები ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორში - როგორია ენერგოომბუდსმენისადმი მიმართვიანობა და რას ეხება საჩივრები. ზამთრის სეზონი და გამოწვევები: ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები. კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლები, გაზის გაჟონვის რისკები და უსაფრთხოების ნორმები - ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციები".