მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 ოქტომბერს ესპანეთში ალიევი-ფაშინიანის შეხვედრაა დაგეგმილი

ნიკოლ პაშინიანი

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ჯერჯერობით ვერ ასახელებს სომხეთის პრემიერის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის ზუსტ თარიღს.

"ჯერჯერობით არ არსებობს მკაფიო მონახაზი სამმხრივ შეხვედრასთან დაკავშირებით", - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთისგან განსხვავებით, მიმდინარე კვირაში ორი ქვეყნის წარმომადგენლები ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით ჩავლენ, რათა მოამზადონ შემდეგ თვეში პაშინიანისა და ალიევის შეხვედრა.

კერძოდ, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველს ჰიკმეტ ჰაჯიევს შეხვდება. ოფიციალური შეხვედრები ასევე გაიმართება საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის მრჩევლებთან. ნიკოლ პაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა კი გრანადაში 5 ოქტომბერს არის დაგეგმილი, სადაც განიხილება სამშვიდობო შეთანხმება. მასში მონაწილეობას ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც მიიღებენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები