ფეხბურთში ვარსკვლავების წასვლა ხშირად გუნდისთვის დიდი დანაკლისია, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, როდესაც ერთი შეხედვით შეუცვლელი ფეხბურთელის დაკარგვა კლუბისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი და წარმატების საწინდარი გამხდარა. ზოგჯერ მწვრთნელებს ტაქტიკური სისტემის შესაცვლელად, ზოგჯერ კი გასახდელში ბალანსის აღსადგენად ყველაზე დიდი სახელების დათმობაც უწევთ. შედეგად, გუნდები არა მხოლოდ დანაკლისს ავსებენ, არამედ უფრო ძლიერები ხდებიან, ახალ ლიდერებს პოულობენ და ისტორიულ წარმატებებს აღწევენ. როგორ იქცა ერთი შეხედვით დიდი დანაკარგი კლუბებისთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად?






























