მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5-წლიანი პაუზის შემდეგ ჩინეთსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება

ინდოეთი და ჩინეთი

ინდოეთსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ლიდერებს შორის გასული თვის დასაწყისში შედგა, როცა პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ჩინეთს ესტუმრა და სი ძინ პინთან პირდაპირი მოლაპარაკება გამართა. ცნობისთვის, ორ აზიურ გიგანტს შორის პირდაპირი ფრენები 2020 წელს, Covid-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ შეწყდა. შემდგომ წლებში კი საერთო საზღვართან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო არ აღდგა.

ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევისა და სატარიფო ომის დაწყების შემდეგ, ინდოეთმა ჩინეთთან ურთიერთობების დათბობა დაიწყო და ორ ქვეყანას შორის საჰაერო ფრენების აღდგენა ამ მცდელობის შედეგიანობის ერთ-ერთი დასტურია. ინდოეთის უმსხვილესმა საჰაერო ლაინერის, IndiGo-ს მფლობელმა კომპანიამ უკვე დააანონსა, რომ ჩინეთის ქალაქ გუანგჯოუსა და ინდურ კოლკატას შორის ფრენები ყოველდღიურად განხორციელდება. პირველი ფრენა 26 ოქტომბერს შედგება.

ოფიციალური პეკინი IndiGo-ს მიერ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებას დადებითად გამოეხმაურა და დააანონსა, რომ უახლოეს პერიოდში ახალი მარშრუტებიც დაინიშნება, მათ შორის, გუანგჯოუსა და ნიუ დელის შორის. ინდოეთისა და ჩინეთის ლიდერები ფრენების აღდგენას მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ხალხებს შორის დაახლოებისა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პარალელურად, ორი ქვეყნის დიპლომატები მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე გადადიან და სხვა, გაცილებით პრობლემური საკითხების გარკვევისთვის ემზადებიან. მათ შორისაა საზღვრის თემაზე უთანხმოება, სავაჭრო თანამშრომლობა და სხვა ეკონომიკური საკითხები. მხარეები მოელიან, რომ მოლაპარაკებების შემდგომ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი სახმელეთო ვაჭრობისთვის საზღვრებიც გაიხსნება, თუმცა რამდენად შეთანხმდებიან ჩინელი და ინდოელი დიპლომატები ამ საკითხზე, ჯერ უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები