მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3 243 პირი დააჯარიმეს

2023 წლის 4 სექტემბრიდან დღემდე, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3243 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, ყველაზე მეტი - 1502 ჯარიმა თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა თუ მფლობელების სახელზე გამოიწერა; 707 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 564 - ბათუმში, 470 კი, ქალაქ რუსთავში. 3243 საჯარიმო ქვითრიდან 2785 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა; 458 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე მეტი დარღვევა მსუბუქი ავტომობილების შემთხვევა გამოვლინდა. ავტომობილის გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის პირველ ჯერზე 100 ლარით, მეორე ჯერზე - 300 ლარით, მესამე ჯერზე - 600 ლარით ჯარიმდება. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. შემოწმება საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. რამდენად მწვავედ დგას ავტომობილების მხრიდან ჰაერის გამონაბოლქვით დაბინძურების პრობლემა დღეს და შეიცვალა თუ არა ამ მიმართულებით რეალობა მას შემდეგ რაც კონტროლი გამკაცრდა.

სტუმარი: გიორგი ჯაფარიძე - ორგანიზაციის "ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები