მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 თვეში საქართველოში 2 811 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა - სად ვყიდულობთ?

64a55ae4b24f6
ვიქტორია მღებრიშვილი
06.07.23 10:21
1594
2023 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოში საზამთროს იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მიხედვით, იანვარ-მაისში ქვეყანაში საზამთროს იმპორტის ღირებულება 90.7%-ით 849.7 ათასი დოლარამდე, მოცულობა კი 0.6%-ით 2 811 ტონამდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს საანგარიშო პერიოდში საზამთროს იმპორტი გაძვირდა.

წინა წლის მსგავსად, 2023 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოში საზამთროს იმპორტი სამი ქვეყნიდან ხორციელდება. რეიტინგი ასეთია:

1. ირანი - 656 ათასი დოლარი, 2 167 ტონა;
2. თურქეთი - 186 ათასი დოლარი, 640 ტონა;
3. ნიდერლანდები - 7 ათასი დოლარი, 4 ტონა.

საქართველოში საზამთროს კრეფის სეზონი ახლა აქტიურდება და როგორ სტატისტიკიდან ჩანს ქვეყნიდან საქონლის ექსპორტი პირველი 5 თვის მონაცემებით მინიმალურია. იანვარ-მაისში ქვეყნიდან 7 ათასი დოლარის ღირებულების 4 ტონამდე საზამთროს ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს აღემატება (2022 წლის პირველი ხუთი თვე - 3.1 ათასი დოლარი, 2 ტონა). საიმპორტო ქვეყანა კი სომხეთია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები