მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

5 თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 7.9%-ით გაიზარდა

5cf6464598987
თელარა გელანტია
04.06.19 14:20
1310
2019 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში 2,988,478 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა და ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.4%-ია.

ამ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, წლის პირველ ხუთ თვეში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,655,163 შეადგინა, რაც 2018 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე 121,378-ით მეტია (ზრდა +7.9%).

რაც შეეხება უშუალოდ მაისის მაჩვენებლებს, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ გასულ თვეში 424,514 შეადგინა, რაც 64,770-ით მეტია 2018 წლის
მაისში საქართველოში 723,160 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +14.2%-ია.

ტურიზმის ადმინისტრაციის შეფასებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +48.2%, შვედეთი +31.2%, პოლონეთი +27.2%, გერმანია +26.4%, საფრანგეთი +26%, ნიდერლანდები +22.3%, და სხვა.

მაღალი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ყირგიზეთი +135.4%, უზბეკეთი +90.5%, ყაზახეთი +84.6%, ჩინეთი +56.4%, ბელარუსი +45.8%, აშშ +33.9% და სხვა.

ცნობისთვის: წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-აპრილში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 856 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 66 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები