5 წელი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებიდან - რა ვითარებაა ბაზარზე?
BM.GE
22.05.23 15:21
• 186
პანდემიის შემდეგ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება და მონიტორინგი შემსუბუქებულია- ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორმა გიორგი მაღრაძემ განაცხადა. როგორც მაღრაძე ამბობს, დარღვევები ძირითადად ჰორეკა სექტორში და ქსელურ მარკეტებში არა თამბაქოზე, არამედ ელექტრო სიგარეტებსა და გასახურებელ თამბაქოზე ფიქსირდება. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესული ცვლილებებიდან 5 წელი გავიდა - როგორი იყო ბაზრისთვის ცვლილებები, შეიცვალა თუ არა თამბაქოს მოხმარების ქცევა მოსახლეობაში?