კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი თავის ახალ ბლოგში იმ წიგნების სიას აქვეყნებს, რომლის წაკითხვასაც მიმდინარე წლის ზაფხულში გირჩევთ.
ნილ სტეფენსონი - Seveneves – 800 გვერდიანი სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის რომანი ადამიანების ცხოვრებაზეა, რომლებიც იძულებულები გახდებიან დატოვონ დედამიწა. "თქვენ შეიძლება დაკარგოთ მოთმინება, ყველა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც კოსმოსში ფრენას ეხება, - ამის ნათელი კვლევა გააკეთა სტეფენსონმა", - წერს გეითსი.
კონკურენციის ძალა - ჰიროში მიკიტანის წიგნში ავტორი საკუთარი იაპონური კომპანიის "გაცოცხლების" ისტორიას ყვება. ბილ გეითსი წერს, რომ ის ავტორის ყველა მოსაზრებას არ ეთანხმება, თუმცა წიგნში მოცემული ისტორიები ყურადსაღებია.
საპიენსები - იუვალ ჰარარის წიგნი სამეცნიერო, შემეცნებით და სასოფლო-სამეურნეო რევოლუციებში ადამიანების მოგზაურობის კვალზე მოგვითხრობს.
როგორ, არ უნდა შევცდეთ - ჯორდალ ელენბერგის წიგნის მთავარი კონცეფცია შემდეგია: "მათემატიკურ აზროვნებას ყველაფრის გადაჭრა შეუძლია".
სასიცოცხლო მნიშვნელობის შეკითხვა - "ნიკ ნეილსი იმ ადამიანებს შორისაა, ვიზეც უნდა ითქვას: ამ ბიჭის შესახებ მსოფლიომ უნდა გაიგოს", - წერლს ბილ გეითსი.

























