მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

50 000 ლარამდე ავტოსესხი ბარიერების გარეშე – "ევროკრედიტის" სპეციალური შეთავაზება 31 ოქტომბრამდე

ევროკრედიტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევროკრედიტი" მომხმარებლებს, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შემცირებული პროცენტის აქციას სთავაზობს. კამპანია, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან ერთად, ავტოსესხზე გამარტივებულ პროცედურებსა და მაქსიმალურად მოქნილ პირობებს ითვალისწინებს როგორც არსებული, ისე ახალი მომხმარებლებისთვის.

სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია 1 500-დან 50 000 ლარამდე მოცულობის სესხით ისარგებლოს, რომლის დაფარვის ვადაც 12-დან 72 თვემდე პერიოდს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ დაფინანსების მიღება შესაძლებელია შემოსავლების ოფიციალური დადასტურების გარეშე და ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის პირობებში, რაც პროცესს ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერებისგან ათავისუფლებს და მომხმარებელს საჭირო რესურსის სწრაფად მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ვინ შეძლებს აქციით სარგებლობას?

შეთავაზება გათვლილია მომხმარებელთა ფართო წრეზე და მოიცავს:

  • ახალ მომხმარებლებს - ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც "ევროკრედიტში" იღებს ახალ სესხს ახალი უზრუნველყოფით;
  • ერთგულ მომხმარებლებს - პირებს, რომლებსაც ადრე ჰქონდათ სესხი "ევროკრედიტში", უკვე დაფარეს ვალდებულება, თუმცა უზრუნველყოფა/გირავნობა კვლავ მოქმედია;
  • პორტირების მსურველებს - ნებისმიერ პირს, ვისაც სურს არსებული ვალდებულების სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან "ევროკრედიტში" გადმოტანა.

"ევროკრედიტი" საერთაშორისო ჰოლდინგ Zuk Group-ის წევრია, რომელიც საქართველოსთან ერთად წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას აშშ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ახორციელებს. გლობალური ექსპერტიზა კომპანიას საშუალებას აძლევს, ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების მქონე, დახვეწილი ფინანსური გადაწყვეტები დანერგოს.

ორგანიზაციის მთავარი მისია მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, სწრაფი და ბარიერებისგან თავისუფალი ფინანსური სერვისების მიწოდებაა. ციფრული არხების აქტიურ გაძლიერებასთან ერთად, კომპანია ინარჩუნებს მყარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასაც - დღეს "ევროკრედიტი" საქართველოს 22 დიდ ქალაქში 30 ფილიალითაა წარმოდგენილი, რაც მომსახურების მიღებას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში კომფორტულს ხდის.

სააქციო პირობებით სარგებლობის მსურველებს განაცხადის შევსება "ევროკრედიტის" ფილიალებში შეუძლიათ. შეთავაზება ძალაშია 31 ოქტომბრის ჩათვლით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები