Business today-ს ინფორმაციით, Whatsapp მკვლევრებს, მცდარი ინფორმაციის გავრცელების წყაროების შესასწავლად 50 000 დოლარს სთავაზობს. გადაწყვეტილება Whatsapp-მა მას შემდეგ მიიღო, რაც ინდოეთის მთავრობამ მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო საკომუნიკაციო ონლაინ სერვისები გააკრიტიკა. ის მკვლევარი, რომელიც მცდარი ინფორმაციის გავრცელების გზას იპოვის და შეისწავლის, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებულ და სხვა ვირუსულ საკითხებს, კომპანია 50 000 დოლარს გადაუხდის.
„ჩვენ განვიხილავთ წინადადებებს სოციალური მეცნიერებისგან იმ ტექნოლოგიური პერსპექტივების შესახებ, რომლებიც მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზეზებს გამოიძიებს”,- ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.
Whatsapp-მა ასევე ახლახანს შეიმუშავა ადმინისტრატორის კონტროლის ახალი სისტემა, რომელიც სხვადასხვა ინფორმაციის ავტორს მარტივად გამოავლენს.

























