სს "სინერჯი კაპიტალი" შპს სინერჯი ჯგუფმა 2 წლის წინ ოფიციალურად შექმნა. სინერჯი კაპიტალი ეძებს ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს, ადრეულ ფაზაში შეყავს ინვესტორები კაპიტალის მოზიდვის მიზნით და სინერჯის 20 წლიან გამოცდილებას იყენებს, რომ მათი ღირებულება გაზარდოს.
„რიცხვებზე მნიშვნელოვანია დღეს ის აქტივი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ ამ 2 წლის განმავლობაში იმ ადამიანების სახით, ვინც ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა. პირველ რიგში, ესენი არიან ჩვენი აქციონერები, ვინც გამოგვყვნენ ამ წამოწყებაში და მხარდაჭერას გვიცხადებენ მათ შორის მათი ცოდნით და გამოცდილებით, რაც უხვად აქვს თითოეულ მათგანს. მადლობა მათ ამისთვის. ისინი გამორჩეული პირები არიან თავიან საქმეებში და ჩვენთვის დიდი პატივია მათი პარტნიორობა. ჩვენ საერთო ფასეულობები და მოტივაცია გვაქვს, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ მათი იმედები გავამართლოთ.
მადლობა ჩვენი პორტფელის კომპანიებს. განსაკუთრებულად მათ დამფუძნებლებს, ვინც ჩვენი პარტნიორობის გადაწყვეტილება მიიღეს; მენეჯმენტის გუნდს, ვინც მოგვყვება ცვლილებებში და ჩვენ ერთად ვსწავლობთ როგორ შევქმნათ მეტი ღირებულება. ეს არ არის მარტივი და უმტკივნეულო პროცესი და მადლობა მათ ჩართულობისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის. მადლობა ამ კომპანიების რიგით თანამშრომლებს, რომლებიც მთავარი მონაპოვარია ჩვენთვის ყველა კომპანიაში. თუ დღეს ამას სრულყოფილად ვერ ვახერხებთ, გვინდა ძალიან და ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ისინი იყვნენ ბედნიერები იმით, რასაც აკეთებენ, რადგან გვჯერა, რომ სხვანაირად განსაკუთრებულ შედეგებს ვერ მივაღწევთ.
მადლობა ჩვენი, სინერჯის გუნდის წევრებს, რომლებიც მზად არიან ყველა ახალ წამოწყებასა და ცვლილებაში, გაიღონ მაქსიმუმი. და მადლობა ყველა გულშემატკივარ ადამიანს, რომელთა რიცხვი იზრდება. მათი მხარდაჭერა დიდი სტიმულია ჩვენთვის.
წინ დიდი გეგმები გვაქვს. ვაგრძელებთ აქტიურად პორტფელის გაფართოებას და გვინდა უფრო და უფრო საინტერესო შესაძლებლობები შევთავაზოთ მზარდ კომპანიებში ინვესტირებით დაინტერესებულ ადამიანებს“, - აცხადებს სინერჯი კაპიტალის მენეჯმენტი.