მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

50-მდე მედიასაშუალება, რომლებმაც მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, 3 საათით მუშაობა შეაჩერეს

გაფიცვა
14.01.25 20:07
1984

დღეს, მედიის გაფიცვას 50-მდე ტელეკომპანია და ონლაინ მედიასაშუალება შეუერთდა. საქართველოში მოქმედმა მედიასაშუალებებმა რამდენიმე საათიანი პროტესტი "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელისა და რეჟიმის პატიმრების მხარდასაჭერად გამოხატეს.

"თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს!

ჩვენ გავიფიცეთ!

ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე!" - ამ განცხადებას შემდეგი მედიები შეუერთდნენ:

  1. ფორმულა
  2. ტვ პირველი
  3. მთავარი არხი
  4. ტვ პალიტრა
  5. ტვ კავკასია
  6. BMG
  7. ნეტგაზეთი
  8. ბათუმელები
  9. პუბლიკა
  10. ინდიგო
  11. ჯემნიუსი
  12. სტუდია მონიტორი -
  13. მთის ამბები /საქართველოს ამბები
  14. მედიაჩეკერი
  15. Chai Khana
  16. ტაბულა
  17. On.ge
  18. OC Media
  19. მედია აპრილი
  20. Civil.ge
  21. პროექტი 64
  22. რეალპოლიტიკა
  23. რადიო მარნეული
  24. Qartli.ge
  25. აი, ფაქტი
  26. მაუწყებელი
  27. TOK TV
  28. ფორბს-საქართველო
  29. სამხრეთის კარიბჭე
  30. აგროგარემო TV
  31. ოდიში TV
  32. რადიო ოდიში
  33. იმერვიზია TV
  34. გურია TV
  35. მეცხრე ტალღა
  36. JRC
  37. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი - GARB
  38. აჭარა თაიმსი
  39. აქცენტი
  40. TV 25
  41. TV მონიტორინგი
  42. ჩემი ხარაგაული
  43. CNews Exclusive
  44. ინფო იმერეთი
  45. რადიო ათინათი
  46. მეგა ტვ
  47. კომერსანტი

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად - საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზედაც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები