მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

50 წლის შემდეგ პირველად, NASA ადამიანების მთვარისკენ გაშვებისთვის ემზადება

artemis

ამერიკის კოსმოსური სააგენტო, NASA ისტორიული მისიის განხორციელებისთვის ემზადება. 1972 წლის შემდეგ პირველად, ადამიანები მთვარისაკენ გაემგზავრებიან.

ამჯერად, Artemis II-ის მისიის მიზანი არა ადამიანების ჩვენს თანამგზავრე დაშვება, არამედ მის გარშემო მოგზაურობა და შემდგომი მისიებისთვის საფუძვლის მომზადება იქნება.

4 ასტრონავტი, რაიდ ვაისმენი, ვიქტორ გლობერი, კრისტინა კოჰი და ჯერემი ჰანსენი 10-დღიან მისიას, სავარაუდოდ, 8 თებერვალს დაიწყებენ, როცა გიგანტური შატლი კენედის ცენტრის კოსმოდრომიდან აფრინდება.

მისიის ფარგლებში მათ უნდა შეამოწმონ, რამდენად გამართულად მუშაობს კაფსული Orion-ი, რომელშიც ისინი მოთავსდებიან და რომლითაც დედამიწაზე 18 თებერვლისთვის უნდა დაბრუნდნენ. სწორედ ამ საკონტროლო პუნქტის ანალოგის გამოყენებას გეგმავს NASA შემდგომი მისიის, Artemis III-ისთვისაც, რომლის ფარგლებშიც 2030 წლამდე ადამიანები მთვარეზე უნდა დაბრუნდნენ. თუ რაკეტას ტექნიკური ხარვეზები დაუფიქსირდა ან დედამიწაზე დაბრუნების პროცესში კაფსული სერიოზულ დაზიანებას მიიღებს, მაღალია ალბათობა, რომ Artemis III-ის მისია რამდენიმე წლით კიდევ გადაიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები