მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"50-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა ვიყიდეთ" - ასლან ბჟანია ე.წ. აფხაზურ ჯარზე

ასლან ბჟანია

"ქვეყნის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობს ჯარს და მის მხარდაჭერას", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა. როგორც მან "აფხაზურ ტელევიზიასთან" ინტერვიუში განაცხადა, "აფხაზური ჯარის გასავითარებლად, რუსეთთან ურთიერთობის განვითარებაა საჭირო.

"ქვეყნის ხელმძღვანელობა დიდი ყურადღებას აქცევს ჯარს და მის მხარდაჭერას. ამ მიმართულებით ბევრი გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ამისთვის რუსეთთან თანამშრომლობის განვითარება აუცილებელია", - აღნიშნა მან.

ასლან ბჟანიას განცხადებით, ე.წ. აფხაზური ჯარის დაფინანსება ორჯერ არის გაზრდილი.

"უნიფორმა და 50-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა შევიძინეთ. აშენდა საინჟინრო ნაგებობები, დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები