სტარტაპი ლალა 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილეა. ეს არის პლატფორმა, რომელიც მუსიკის ონლაინ გაკვეთილების სწავლისა და ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ლალა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოზიციონირებს და მისი მიზანი მაღალი ხარისხის ონლაინ გაკვეთილების შექმნაა. რაც შეეხება 500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობას, სტარტაპი საერთაშორისო მენტორებთან კონსულტაციებს გადის, ტრენინგებისა და სხვა აქტივობების დახმარებით კი პროფესიონალებისგან გამოცდილებას იღებს. ინფორმაციისთვის: 500 Georgia-ს პროგრამის დაწყების შემდეგ უკვე ათობით ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა გაიარა ინტენსიური ტრენინგი მსოფლიო დონის მენტორებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ წელს აპლიკაციების 70% ისეთი ქვეყნებიდან შემოვიდა, როგორებიცაა: უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, უზბეკეთი, ბალტიისპირეთის და ბალკანეთის ქვეყნები.
დიმა პუხოვი - პლატფორმა LALA-ს CEO.