მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია 5 სექტემბრამდეა

BM.GE
01.09.22 09:34
304
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალი ტალღის ფარგლებში, სულ ცოტა დროა დარჩენილი პროგრამის ახალი ნაკადის რეგისტრაციის დასრულებამდე, ანუ 5 სექტემბრამდე. 500 Global-ის, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება, მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. და კონტრაქტის მიხედვით რომელიც 4 წლიანია, გათვალისწინებულია საქართველოში სტარტაპების გადამზადება. აქსელერაციის პროგრამას 500 Global წელიწადში ორჯერ ჩაატარებს და დემო დღით დაასრულებს. ინტენსიური გადამზადების კურსში ჩაერთვებიან სტარტაპები მთელი მსოფლიოდან, ყოველი ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი კი 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

სტუმრები: ბექა დალაქიშვილი - Kernel-ის თანადამფუძნებელი, 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილე;
შაკო ჯალაბაძე - "კარგონის" თანადამფუძნებელი; 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილე და გამარჯვებული;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები