საქართველოში 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადის Demo Day გაიმართა. 12-კვირიანი ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ, 5 ქვეყნის 8 სტარტაპმა საკუთარი ბიზნესი ფართო აუდიტორიას გააცნო. კერძოდ, ინდუსტრიის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, 500 Global-ის ქსელის პარტნიორებს, ბაზრის ლიდერებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საქართველოს ბანკისა და GITA-სთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
რაც შეეხება თავად, 500 Global in Eurasia-ს, ის მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტარტაპების გაძლიერებასა და მათი სრული პოტენციალის ათვისებას ევროპისა და აზიის რეგიონში. ამასთან მისცეს მათ წვდომა ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტზე, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება.