მთავრობამ 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციის წინმსწრებად დაფარვის პროცესი დაიწყო. მიმდინარე წლის აპრილში დასაფარი $500-მილიონიანი ევროობლიგაციები 19 იანვარს დაიფარა და ამასთან ერთად, ახალი $500-მილიონიანი ობლიგაციის განთავსების პროცესიც დაიწყო. ინვესტორებს შესაბამისი შეთავაზება უკვე გაეგზავნათ და საბოლოოდ ახალი ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი სავარაუდოდ, დღეს დღის ბოლოს განისაზღვრება. რა პროცენტში გადაწყდება ახალი ფასიანი ქაღალდის გამოშვება, რა შემოსავლიანობით და როგორია ფინანსისტების მოლოდინები და პროგნოზები?


































