საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა და შიდა ქართლის რეგიონში გაასაღა 6 ცალი ყალბი 500–ევროიანი კუპიურა, საერთო ჯამში 3 000 ევროს ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7–წლამდე ვადით", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

























