500Georgia მესამე ნაკადის სააქსელერაციო პროგრამა დაიწყო. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს ბანკთან და 500 Global-თან ერთად სტარტაპების ხელშეწყობას განაგრძობს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქსელერატორი ახალი პროგრამის ფარგლებში კიდევ 15 სტარტაპს გადაამზადებს. ეს პროგრამა რომ საქართველოს ფარგლებში ვერ ეტევა წინა აქსელერაციებისასაც გამოჩნდა და ამ ჯერზე მთელი მსოფლიოდან შემოსულ აპლიკაციებში ქართული კომპანიების წილი 50%ია დანარჩენი კი აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ბრიტანეთში და ამერიკაში ინკორპორირებული კომპანიები იყვნენ. მათ შორის პროგრამაში მონაწილე კომპანიის დამფუძნებლები არიან ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია, უზბეკეთი და ა.შ 15-ეულიც ცნობილია.
სტუმარი: ლევან გომშიაშვილი - "საქართველოს ბანკის" მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი;