ველი საქართველოში წამყვანი იქომერს პლატფორმაა, რომელიც 2023 წლის მონაცემებით მომხმარებლის რჩეულია. კომპანიის თითოეული მიმართულება ადამიანებზე დგას და მათთვის სრულყოფილი სერვისის შექმნაზეა ორიენტირებული. ეს მიდგომა არ ვრცელდება მხოლოდ მომხმარებლებზე, არამედ უშუალოდ კომპანიაში მომუშავე ადამიანებზეც და ზოგადად იმ რაკურსზე, რომელსაც კომპანია სხვადასხვა მხრივ ირჩევს.
კორპორაციული მდგრადობის მხრივ ველიმ პირველი ნაბიჯები 2023 წლის იანვარში პლატფორმა “სუპერგმირთან” დამეგობრებისას გადადგა.
Supergmiri.ge საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელიც 0% საკომისიოს მოდელით მუშაობს, რაც გულისხმობს, რომ სუპერგმირების მიერ ყოველთვიურად გაღებული დონაცია 100%-ით ბენეფიციარებს ხმარდება. პლატფორმის განვითარებისთვის კი პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ველისთან თანამშრომლობა, პირველ რიგში, პლატფორმას საშუალებას აძლევს ის თანხა, რომელიც ლოგისტიკას უნდა მოხმარებოდა, ბავშვების საჭიროებებს მოხმარდეს. ბავშვებისთვის შექმნილი ამანათების შეფუთვასა და მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ ლოკაციაზე ველი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ის ნივთები, რომლებიც ამ ამანათებში ხვდება ველის ასორტიმენტიდან ბავშვების ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით ირჩევა - იქნება ეს წიგნები, სათამაშოები თუ სხვა პროდუქტები.
ველი დღეს უკვე 500-ზე მეტ ბავშვთან უზრუნველყოფს ამანათების ყოველთვიურად მიწოდებას.
“ჩვენი ბრენდის არსი ინსპირაციაზე დგას, შესაბამისად სუპერგმირი თავისი ღირებულებებით ჩვენთან ძალიან ახლოს არის. ბავშვების მომავლის განვითარებაში შეტანილი წვლილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, სრულყოფილი სერვისი, რომლის გამოც უკვე მესამე წელია მომხმარებელი ველის ირჩევს ის რესურსია, რომელსაც ყველაზე სასარგებლოდ და პოზიტიურად სუპერგმირთან თანამშრომლობისთვის ვიყენებთ”, - თათია კარიაული, ველის ბრენდის ხელმძღვანელი
გასული წლის განმავლობაში 506 ბავშვმა, ველის 5143 ყუთით, 54 882 პროდუქტი მიიღო.
ასევე ველი, როგორც სოციალური პლატფორმა სუპერგმირისთვის ახალ მასშტაბებზე გასვლის მზა მედიუმსაც წარმოადგენს, რაც ჩატარებული საერთო კამპანიების მიხედვით საკმაოდ შედეგიანია - საახალწლო კამპანიის შედეგად 1 თვის განმავლობაში პლატფორმას 50-ზე მეტი ახალი სუპერგმირი დაემატა, რაც ნიშნავს რომ 50-ით მეტი ბავშვი უკვე იღებს დახმარებას.