მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

512 უბნის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 40.05% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 37.93%

5bd624ac90ebc
თელარა გელანტია
29.10.18 01:03
1276
ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნების 13%-ზე მეტი დათვლილია.

ამის შესახებ ჟვანიამ ცესკო-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის დათვლილია 512 უბანი, რომელიც მთლიანი უბნების 13%-ზე მეტია.

არსებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ხმების 40.05%, გრიგოლ ვაშაძემ - 37.93%, დავით ბაქრაძემ - 10.83%, შალვა ნათელაშვილმა - 4.16%,ზურაბ ჯაფარიძემ - 1.61%, ხოლო დავით უსუფაშვილმა - 1.54%.

„დაველოდოთ დანარჩენ შედეგებს და ამის შემდეგ შეიძლება ვისუაბროთ მეორე ტურზე“, - აღნიშნა ჟვანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები