მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

524 მგზავრი საზ.ტრანსპორტში ასვლას პირბადის გარეშე ცდილობდა - კახა კალაძე

602389dfab548
ინგა მურუსიძე
10.02.21 11:24
707
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, 524 მგზავრი საზოგადოებრივი ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლას შეეცადა.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ყველა ფაქტი მერიის თანამშრომლების მიერ აღიკვეთა. 

გარდა ამისა, კალაძის თქმით, 3790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის სწორად ტარებასთან დაკავშირებით.

„საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა მხოლოდ ერთხელ, რადგან პირბადის არგაკეთების გამო დაპირისპირება იყო. ერთხელ არ დაიძრა ავტობუსი, რადგან მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნებს“, - განაცხადა კალაძემ.

მან მგზავრებს, რომლებიც თანამოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ, მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები