მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

53 000 ლარი „სოციალური კალათის“ ვებპლატფორმისთვის - რა იცვლება მომხმარებლისთვის და რას ელის ბიზნესი?

ე.წ. სოციალური კალათის ვებპლატფორმის შესაქმნელად მთავრობამ 53 000 ლარი გამოყო. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, პროექტის განხორციელება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დაევალა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთიანი ციფრული სივრცის შექმნა, რათა მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია ფასდაკლებული პირველადი მოხმარების პროდუქტების შესახებ. რითეილერები აცხადებენ, რომ სექტორი აქტიურად თანამშრომლობს კონკურენციის სააგენტოსთან მონაცემების მიწოდებაში. ამავდროულად, მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უახლოეს ორ კვირაში ფასების კომისიის ფარგლებში მიღწეული შეტანხმებები გადაიხედება, რათა კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის დადებული შეთნხმებები შესრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები