მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

550 ათას დოზამდე "ფაიზერის" ვაქცინას 31 მარტამდე აქვს ვადა - გამყრელიძე

61dd60a71cd36
მარიამ ვარადაშვილი
11.01.22 14:54
535
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ "ფაიზერის" ვაქცინის ნახევარ მილიონ დოზას ვადა მარტის ბოლოს გასდის.

რაც შეეხება ჩინეთში წარმოებულ ვაქცინებს - “სინოფარმსა და “სინოვაკს”, გამყრელიძის თქმით, მათ ვადა 2023 წლის ივნისამდე აქვთ.

ქვეყანაში არსებული ვაქცინების მარაგებსა და ვარგისიანობაზე NCDC-ის დირექტორმა დღეს უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ამ ეტაპზე გვაქვს 550 ათას დოზამდე "ფაიზერის" ვაქცინა, რომელსაც 31 მარტამდე აქვს ვადა. გვაქვს დარჩენილი კიდევ დაახლოებით, 1.5 მილიონი “სინოფარმი და “სინავოკის” ვაქცინა, რომელთაც ვადა 2023 წლის ივნის-ივლისამდე აქვთ, ზუსტი თვე არ მახსოვს. ანუ საკმაოდ ვადიანია.

რაც შეეხება ახალ შესყიდვებს, გიდასტურებთ, რომ უკვე დიდი ხანია “ფაიზერთან” მოლაპარაკება მიმდინარეობს ამ წელს დამატებით 2 მლნ დოზა ვაქცინის შესყიდვაზე. მათ შორის საუბარია ბავშვების დოზებზეც. მოგეხსენებათ, რომ 5-დან 11 წლამდე დოზა განსხვავადება 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების დოზებისგან. ასევე საუბარია იმაზე, რომ თუ “ფაიზერს” მარტის ბოლოსთვის ექნება "ომიკრონის" შტამისთვის სპეციფიკური ვაქცინა, საქართველოს ამაზე განაცხადი აქვს გაკეთებული”,-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები