მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესასრულებლად, წლის ბოლომდე დარჩენილ 56 დღეში, 3 მილიარდ 250 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. ხაზინის ბოლო მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე გაწეულია 9 მილიარდ 210 მილიონი ლარის ხარჯი, ეს იმ დროს, როცა 2018 წლის ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილი 12 მილიარდ 459 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.
უკვე გაწეული ხარჯის გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში, ყოველდღიურად, საშუალოდ 30 მილიონამდე იხარჯებოდა. იმისთვის, რომ წლის ბოლომდე დარჩენილ 56 დღეში, ბიუჯეტით დაგეგმილი ხარჯები სრულად თუ იქნეს ათვისებული, ხაზინას ყოველდღიურად გასაცემი ფულის გაორმაგება მოუწევს.