მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

58-ე სუპერბოული ზედიზედ მეორედ “კანზას-სითი ჩიფსმა” მოიგო

სუპერბოული 58

სუპერბოული, რომელსაც ამერიკელები “სუპერ კვირასაც” უწოდებენ, ისტორიაში პირველად ნევადას შტატში, კერძოდ ლას-ვეგასში ჩატარდა. ქალაქის მერის განცხადებით ეს ვეგასის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო, რადგან ამერიკის ეროვნულ სიამაყეს და უმთავრეს სპორტულ ღირსშესანიშნაობას “ცოდვების ქალაქმა” პირველად უმასპინძლა.

მატჩამდე სერიოზული მარკეტინგის პროცესი მიმდინარეობდა, მათ შორის ადგილობრივი ეგვიპტის რეპლიკა პირამიდის ერთი ნაწილი დორიტოს ჩიფსით განათდა, რადგან ისიც სამკუთხედის ფორმისაა, ასევე სფეროს არენა ნათდება სხვადასხვა სპონსორის ფერებში, ხოლო კომპანია მატელმა სპეციალური სუპერბოულის გულშემატკივრის ბარბის თოჯინის გაყიდვა დაიწყო.

თამაში ჩატარდა 4 წლის წინ აშენებულ Allegiant სტადიონზე, რომლის მშენებლობისთვისაც 1,8 მილიარდი დოლარი იყო გამოყოფილი, თუმცა კოვიდ პანდემიის გამო გართულებული სიტუაციებიდან გამომდინარე თანხამ 2,15 მილიარდს მიაღწია. სტადიონზე 65 ათასი გულშემატკივარი ეტევა და თამაშმაც ანშლაგით ჩაიარა.

რაც შეეხება შესვენების შოუს რეკლამებზე ფასები არ გაზრდილა და კვლავ 30 წამის ღირებულება 7 მილიონი დოლარია, ხოლო წლევანდელი შემსრულებელი R&B არტისტი აშერი გახლდათ, რომელმაც 13 წუთიანი პერფორმანსი შესთავაზა მაყურებელს და ამ ყველაფრისთვის არცერთი დოლარი მიუღია, რადგან ეს შოუ პრესტიჟსა და პოპულარობის მოპოვებაზეა გათვლილი. მანამდე აშერმა ტურნეზე 59 შოუ გამართა საიდანაც 64 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო ლას ვეგასში კეისრის სასტუმროში ჩატარებული ღონისძიებიდან 13 მილიონი გამოიმუშავა.

უშუალოდ თამაშს, რაც შეეხება “კანზას სითი ჩიფსმა” “სან ფრანცისკო 49ers-ი” დამატებით დროში 25:22 დაამარცხა და უკანასკნელი 19 წლის მანძილზე პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ შეძლო ჩემპიონობის მოპოვება.
ცნობისთვის, უკანასკნელ 5 სეზონში ეს კანზასელების მესამე ტიტულია და სამივე შეხვედრაში თამაშის საუკეთესო მოთამაშე პატრიკ მაჰოუმსი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები