მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5G - გახდა თუ არა ბიზნესისთვის ტექნოლოგიაში ინვესტირება მიმზიდველი?

სტატიაში საუბარია:

საქართველოში 5G ინტერნეტის დანერგვის მიმართ ინტერესი გაიზარდა. თუ გასულ წლებში მობილური ოპერატორებისთვის ამ კუთხით ინვესტირება მიმზიდველი არ იყო, დღეს უკვე მეხუთე თაობის ინტერნეტის დარგვას მაგთიკომიც გეგმავს, რომელმაც კომუნიკაციების კომისიის აუქციონში განაცხადები წარადგინა. აუქციონებში გამარჯვების შემთხვევაში მაგთიკომი ერთი კომბინირებული და რამდენიმე ცალკე მდგომი სიხშირის მფლობელი გახდება, რაც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაუჯდება. საკომუნიკაციო ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარავს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტებს, ტურისტულ ზონებს, პორტებს, აეროპორტებს, რკინიგზას და ძირითად საავტომობილო გზებს.

5G -ი ლიცენზიის მფლობელი სელფი მობაილი უკვე აქტიურად ნერგავს. კომკომის მონაცემებით, „სელფი მობაილის“ ქსელით 5G ზუგდიდში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში, ქობულეთში, შეკვეთილში, გონიოსა და კვარიათში დანერგილი აქვს და ამ პროცესს კვლავ აქტიურად აგრძელებს. ჯერჯერობით ლიცენზიის შეძენა არ მოისურვა სილქნეტმა, რომელიც ბაზრის მეორე უმსხვილესი მოთამაშეა. 5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, თუმცა მაშინ ბაზრის მონაწილეების მხრიდან ღია კრიტიკა მიიღო - რა შეიცვალა დღეს, რატომ ჩათვალა ბიზნესმა რომ მსხვილი ინვესტიცია გამართლებულია და რამდენად სწრაფად ვითარდება 5G ტექნოლოგია მსოფლიოში?

სტუმარი: რატი ახვლედიანი - INEX PHONE -ის გენერალური დირექტორი და მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები