6-7 სექტემბერს საქართველოს კინო ინსტიტუტის ღონისძიება "უკრაინა ევროპის თვალით“ გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ორი ფილმის ჩვენება და მასტერკლასი. მათ შორის:
დოკუმენტური ფილმის „ზელენსკი“ ქართული პრემიერა
პრემიერას დაესწრებიან ფილმის შემქმნელები: რეჟისორები: ივ ჟელანი, არიან შემენი, პროდიუსერი: გილენ შენიუ ენა: ფრანგული, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით, 130 წთ. საფრანგეთი, 2025
კინოთეატრი ამირანი, დიდი დარბაზი, 18 საათი, 06.09/ დასწრება თავისუფალია.
მასტერკლასი „უკრაინა ევროპის თვალით“.
მასტერკლასს ჩაატარებენ ფილმის „ზელენსკი“ შემქმნელები.
ენა: ინგლისური და ფრანგული, ქართული თარგმანით. გოეთეს ინსტიტუტი, 14 საათი, 07.09/ დასწრება თავისუფალია.
დოკუმენტური ფილმის „ე-უკრაინელი“ ჩვენება.
რეჟისორი: ვიქტორ ნორდენსკილდი
ენა: ინგლისური, ქართული სუბტიტრებით, 92 წთ. ნორვეგია, 2025
კინოთეატრი ამირანი, II დარბაზი, 17 საათი, 07.09/ დასწრება თავისუფალია.
იხილეთ ქვემოთ დამატებითი დეტალები ფილმებისა და მასტერკლასის შესახებ:
6 სექტემბერი, 18 საათი / ფილმის ჩვენება კინოთეატრი ამირანი
ფილმის შემქმნელები:
ივ ჟელანი / Yves Jeuland - რეჟისორი
დოკუმენტური ფილმი „ზელენსკი“ 2025 წელს ნაჩვენები იყო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ასევე არტეს ეთერში (ფრანგულ და გერმანულ არხებზე).
ფილმი „And Volodia Became Zelensky“ (ფრანგ. Et Volodia devint Zelensky) მოგვითხრობს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე საბჭოთა კავშირში, მის მიერ შექმნილ
სატელევიზიო სერიალზე და იმ უპრეცედენტო ნაბიჯზე, როცა კინოდან რეალურ პოლიტიკაში გადავიდა. ფილმი ასევე ეხება რუსეთის აგრესიას უკრაინაში და მის შედეგად გაჩაღებულ ომს.
ფილმში მონაწილეობენ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და „კვარტალ 95“-ის დამაარსებელი პროდიუსერები და მსახიობები.
არიან შემენი / Ariane Chemin - სცენარის თანაავტორი გილენ შენიუ / Guilaine Chenu - პროდიუსერი
7 სექტემბერი, 14 საათი / მასტერკლასი
გოეთეს ინსტიტუტი
მასტერკლასს ჩაატარებენ ფილმ „ზელენსკის“ შემქმნელები, ფრანგ ჟურნალისტები და დოკუმენტალისტები:
ივ ჟელანი / Yves Jeuland
საარქივო და დოკუმენტურ კინოს რეჟისორი, სცენარისტი და ოპერატორი. მუშაობს არქივულ და დოკუმენტურ კინოში.მისი ფილმები ხშირად იკვლევს პოლიტიკურ ძალაუფლებას, მოქალაქეობრივ ჩართულობას და საფრანგეთის ისტორიას. მისი ფილმებია:
პრეზიდენტის დრო (Un temps de président, 2015)
ფრანგი სახელად გაბენი (Un Français nommé Gabin, 2017)
ჩარლი ჩაპლინი გენია და თავისუფლება (Charlie Chaplin, le génie de la liberté, 2020)
არიან შემენი / Ariane Chemin
ჟურნალისტი და ესეისტი; წამყვანი რეპორტიორი გაზეთ Le Monde-ში. არაერთი საგამოძიებო წიგნისა და ესეს ავტორი. 2022 წლიდან რეგულარულად ჩადის უკრაინაში, იკვლევს და წერს უკრაინის თემაზე.
ავტორი შემდეგი წიგნების და ესსების:
ჟოსპენი და კომპანია (Jospin & Cie)
ფატალური ქალი სტრაუს-კანების წყვილი (La Femme fatale, Les Strauss-Kahn) რაოლი ფრანგული სიგიჟე (Raoult, une folie française)
მილან კუნდერას ძიებაში (À la recherche de Milan Kundera)
გილენ შენიუ / Guilaine Chenu ფრანგი ჟურნალისტი, წამყვანი და ტელეპროდიუსერი.2023 წლიდან მუშაობს დოკუმენტურ კინოში.
2001–2016 წლებში ტელეარხ France 2-ზე Envoyé spécial — ფრანგული საგამოძიებო ტელე-ფორმატის თანაწამყვანი და რედაქტორი.
2018–2021 წლებში ფრანგული საპარლამენტო არხის LCP-ს კონტენტის ხელმძღვანელი
6 სექტემბერი, 17 საათი / ფილმის ჩვენება
კინოთეატრი ამირანი
დოკუმენტური ფილმი „უკრაინელი“ - 2022 წლის 28 ნოემბერს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ოთხი დღის თავზე, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადი შეიტანა. 2022 წლის 23 ივნისს მათ კანდიდატის სტატუსი მიიღეს.
ოლჰა სტეფანიშინას დამსახურებით, უკრაინამ მიმდინარე ომის ფონზე შეძლო განაცხადის შეტანა/კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რაც უპრეცედენტოა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან გვაჩვენებს შვედი რეჟისორი ვიქტორ ნორდენსკილდის დოკუმენტური ფილმი „ეუკრაინელი”. ფილმის პროტაგონისტი, უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლჰა სტეფანიშინაა; ოლჰას ნებართვით, რეჟისორი გვაჩვენებს იმ უნიკალურ გზას, რომელსაც უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გადის - ეს არის ომი რუსულ აგრესიასთან და თანადროულად ევროკავშირის მკაცრი კრიტერიუმების შესრულება. ფილმი ასახავს მოგზაურობას იდეალების, ევროკავშირის პოლიტიკის და მსოფლიო პოლიტიკური თამაშების ლაბირინთებში.
რეჟისორი: ვიქტორ ნორდენსკილდი.




























