6 აპრილის ღონისძიებების ანონსი შემდეგნაირია:
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს მშენებლობის ღირებულების ინდექსს (2026 წლის თებერვალი);
11:30 საათზე - პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართება. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მის თანამდევ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წამყვანი კომიტეტი; I მოსმენა;
13:00 საათზე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. განსახილველი საკითხებია: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა; 2. ხილული გამონაბოლქვის გზებზე კონტროლის (მუხლი 1192 ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება) აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: ლევან ჯღარკავა - სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი;
13:00 საათზე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. განიხილავენ კანონის პროექტს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“(II მოსმენა);
14:00 საათზე - თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება;
15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

























