მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 დეკემბერს, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა აქციიდან კლინიკაში 9 დაშავებული გადაიყვანა

სასწრაფო დახმარება

ჯანდაცვის სამინისტრო 6 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე დაშავებულების მდგომარეობაზე ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების თანახმად, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს. აქედან ორი პაციენტი კვლავ კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას.

"6 დეკემბერს, საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია.

ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენები კი გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებებიდან.

საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა.

სამედიცინო დახმარება აქციის მონაწილეებს გაეწიათ ადგილზეც, მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ.

აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები