მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 ევროპული ქვეყანა ბიომრავალფეროვნების დასაცავად €130 მილიონს გამოყოფს

un

6 ევროპული ქვეყანა მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების ფონდში თავის კონტრიბუციას აანონსებს. გაეროს ბიომრავალფეროვნების სამიტზე (COP16), რომელიც წელს კოლუმბიაში იმართება, ავსტრიამ, დანიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ნორვეგიამ და დიდმა ბრიტანეთმა ფონდში €130 მილიონის ჩარიცხვის შესახებ განაცხადეს. აღსანიშნავია, რომ COP16-ზე მონაწილე ქვეყნებმა ფონდს უკვე შესწირეს €200 მილიონი.

“გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩოს ფონდი” (Global Biodiversity Framework Fund GBFF) 2022 წელს ჩატარებული გაეროს სამიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგია, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა.

ამჟამად ფონდს 12 დონორი ქვეყანა ჰყავს, საიდანაც 8 ევროპულია. გარდა ამისა, ფონდში კონტრიბუცია შეაქვთ კანადას, იაპონიას, ახალ ზელანდიასა და, მათ შორის, კვებეკის პროვინციის ადგილობრივ მთავრობას.

GBF ფონდი იმ ქვეყნებს და თემებს აფინანსებს, რომლებიც აღადგენენ ეკოსისტემებს და სხვადასხვა, ველური სახეობების გრძელვადიან სიჯანსაღეს უზრუნველყოფენ. ამისთვის ფონდი რესურსებს კერძო შემომწირველებისგანაც იღებს.

2024 წლის ივნისში ფონდმა ბრაზილიაში, ფიჯიზე, გაბონსა და მექსიკაში თავის პირველ პროექტებს დაუჭირა მხარი. მაგალითად, მექსიკის პროექტი, ქვეყანაში დაცული ტერიტორიების დაცვა-გაძლიერებას ემსახურებოდა.

ჯამში GBF ფონდის ბენეფიციარი 24 განვითარებადი ქვეყანაა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დაგეგმილი 18 პროექტია.

რომელ ევროპულ ქვეყანას შეაქვს ყველაზე მეტი კონტრიბუცია ბიომრავალფეროვნების ფონდში?

  • გერმანია ფონდში €50 მილიონს შეიტანს, რითაც ქვეყნის კონტრიბუცია 2023-24 წლებში €90 მილიონს მიაღწევს.
  • ფონდში დიდი ბრიტანეთის წლევანდელი დონაცია €54 მილიონია, რაც ორი წლის განმავლობაში ჯამში €66-მილიონიანი კონტრიბუციაა.
  • დანია ფონდისთვის წელს €13.4 მილიონს გამოყოფს.
  • ნორვეგიის კონტრიბუცია €12.7 მილიონია, თუმცა დაფინანსება პარლამენტისგან დასტურს ელოდება.
  • ესპნეთი ფონდში €10 მილიონის დონაციას გეგმავს.
  • ლუქსემბურგმა თებერვალში გამართულ გაეროს გარემოსდაცვით ასამბლეაზე პირობა დადო, რომ ბიომრავალფეროვნების ფონდში €7 მილიონს გადარიცხავს.
  • საფრანგეთის კონტრიბუცია 2024 წელს €5 მილიონი იქნება.
  • ავსტრია €3-მილიონიანი დონაციისთვის ხელისუფლების საბოლოო დასტურს ელოდება.

ამასთან, კანადა, კვებეკთან ერთად, იაპონია და ახალი ზელანდია ფონდში ჯამში €196 მილიონს გადარიცხავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები