6 ივნისის დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე, საქსტატი გამოაქვეყნებს, მშენებლობის ღირებულების ინდექსს (2025 წლის აპრილი).
11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“.
11:00 საათზე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" თემურ ქათამაძის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციას დაესწრება თემურ ქათამაძის მეუღლე – ნინო კაკულია. თემა: პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია საზოგადოებას გააცნობს საქმეში ახლად გამოვლენილ გარემოებებსა და მიმდინარე სასამართლო პროცესების შედეგებს. ასევე წარდგენილი იქნება ინფორმაცია თემურ ქათამაძის შესაძლო გაძევებასთან დაკავშირებულ ვადებზე, სამართლებრივ პროცედურებსა და არსებულ რისკებზე.
12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის 21-ე ბიბლიოთეკის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნება. გახსნის ღონისძიებას დაესწრება თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, რომელიც პირადად გაეცნობა ფილიალის რეაბილიტაციისთვის გაწეულ სამუშაოებს.