მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 კვ.მ-ზე ერთი ადამიანი - რა პირობით იხსნება და რა დათმობაზე წავიდა მთავრობა სპორტდარბაზებთან?

5f02fe7c6e8c4
ინგა მურუსიძე
06.07.20 14:31
1553
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტდარბაზები გაიხსნება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ უწყებათაორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა, საბოლოო რეკომენდაციები დღის ბოლომდე გამოქვეყნდება.

საქმე იმაშია, რომ ყველაზე ხანგრძლივი მოლაპარაკება რეკომენდაციებთან დაკავშირებით სწორედ სპორტდარბაზებთან მიმდინარეობდა. მთავრობის შეთავაზება იყო, რომ სპორტდარბაზებში 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი დაეშვათ, ხოლო სპორტდარბაზების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ შემთხვევაში დარბაზში ძალიან ცოტა ადამიანის დაშვება იქნებოდა შესაძლებელი, რაც ხარჯებს გაუაზრებლად გაზრდიდა. მათი შეთავაზება 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვებას ითვალისწინებდა.

„ჩვენ მათთან გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ყველა რეკომენდაცია ადაპტირებული იქნება იმ მოთხოვნაზე, რომელიც დღეს სექტორში არსებობს. მოკლედ, გეტყვით იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ფორმირების პროცესშია და დღის განმავლობაში გამოქვეყნდება: 

ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე მოხდება ერთი ადამიანის დაშვება;
ვენტილციას მიექცევა ძალიან დიდი ყურადღება, უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელვნური ვენტილაციის შემთხვევაში პროტოკოლი ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული;
დალაგების შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს მისი განიავება;
საშხაპეები უნდა გამოიყოს ტიხრებით, ასევე გამოსაცვლელი კარადები თითო ადგილის გამოტოვებით უნდა განლაგდეს;
პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით;
ჯგუფურ ვარჯიშებზე წესდება ლიმიტი, პროცედურა უნდა წარიმართოს არაუმეტეს 10 ადამიანისა",  - განაცხადა ბექა ფერაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები